logo_geo
eng_logo
შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები სტუდენტებს შეხვდნენ
- +

20 აპრილი. 2019. 15:16

 

 

მართლწესრიგის ოფიცრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა პროექტის „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

 

„მართლწესრიგის ოფიცრებმა ახალგაზრდებს საკუთარი ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელ პირობებსა და პროცედურებს. ოფიცრებმა სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის, მართლწესრიგის ოფიცრის ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები მსგავს შეხვედრებს ეტაპობრივად სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გამართავენ“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner