„ჩემთვის არავის დაუძახია, „ევროპულ საქართველოსთან“ მაქვს ურთიერთობა და კონკრეტულად ჩემი ინიციატივა იყო, მე დაველაპარაკე პირადად“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
როგორც „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შალვა შავგულიძემ აღნიშნა, სრულიად გააზრებულად და მთელი პასუხისმგებლობით დგას იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ვისთან ერთადაც აქვს ერთიანი ხედვა ქვეყნის მომავლის და ქვეყანაში სამართლის მოტანის.