მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ ყველაფერი კეთდება, რომ შეიქმნას პლაცდარმი ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად.
„დღეს დათო ბერძენიშვილმა ფარდა ახადა ყველაფერს, როდესაც მიმართა უმრავლესობას.
„წინასწარ იცოდით, რომ კონსტიტუციაში ვერ შეიტანდით ცვლილებას, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ ეს გააკეთეთ იმისათვის, რომ შემდეგ გეთქვათ, ჩვენ ვეცადეთო", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
გასაკვირია, მაგრამ ბერძენიშვილი მართალს ამბობს. ეს არის თამაში და გვათამაშებენ, თითქოს უნდათ ამ ცვლილების შეტანა, სინამდვილეში ყველაფერი კეთდება, რომ შეიქმნას პლაცდარმი ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად. ესაა სიმართლე!" - წერს სანდრო ბრეგაძე.