ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
ბოლოდროინდელ ამბებს თუ გადავხედავთ, საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ აქტუალური თემა გახდა, მომღერალ-მუსიკოსები ორ გუნდად გაიყვნენ და ყველას თავისი მოსაზრება აქვს... ბაზარზე ალტერნატიული კომპანიის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი შემოიტანა და მომღერლებიც ცდილობენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას... „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ რიცხვში, ვიც გიგა კობალაძის საავტორო ასოციაციას უთხრა „არა“ „ქართულა აზრთან“ მიცემულ ინტერვიუში და ორგანიზაცია დატოვა.
„ორგანიზაციას, სადაც თითქმის ხუთი წელი ვიყავი გაწევრიანებული და კვარტალში ერთხელ ვიღებდით მიზერულ ანაზღაურებას, დღეს მე ვუთხარი „არა“! მიზეზი ბევრია ძალიან და ერთ-ერთია ის გაუმჭვირვალობა, რაც ხდებოდა ამ კომპანიაში და წლების განმავლობაში ვერ გავიგე პასუხი ბევრ კითხვაზე, რომელიც დამიგროვდა. მე ვფიქრობ, ცოტა არაადეკვატურად ანაწილებდნენ ანაზღაურებას, როდესაც ჯგუფი იყო აქტუალური, ანაზღაურება იყო ნაკლები ან პირიქით... შეიძლება, ვინმემ ისეთი პერიოდიც გამახსენოს, საერთოდ არაფერს რომ გვიხდიდნენ და არც ჩვენი უფლებები იყო ფრიად დაცული, მაგრამ მაშინ პრეტენზია წინსვლაზე და განვითარებაზე ნუღარ გვექნება. მგონი დადგა დრო, რომ დავაფასოთ და შევაფასოთ ავტორთა უფლებები“, - ამბობს ზურა ხაჩიძე.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:
http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=38092