2019 წლის 20 აპრილს, შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-126-2,ბ (სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და 126'-2,გ (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ).
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.
„2019 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში 112-იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ცოტნე დადიანის ქუჩა N104-ში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით მყისიერად დააკავეს ამავე მისამართზე მცხოვრები 1993 წელს დაბადებული დ.ს., რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ტ.პ.-ს და სიდედრს- რ.ზ.-ს.
ამასთან, საავადმყოფოშია გადაყვანილი ბრალდებულის ჩვილი ნ.ს., რომელსაც მამამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა რ.ზ.-ს ხელიდან გამორთმევის შედეგად.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.