logo_geo
eng_logo
ცოლის, სიდედრის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

20 აპრილი. 2019. 20:40

 

 

2019 წლის 20 აპრილს, შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით  დ.ს.-ს  წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-126-2,ბ (სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და 126'-2,გ (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ).

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს.-ს  აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

 

„2019 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში 112-იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ცოტნე დადიანის ქუჩა N104-ში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა  ბრალდებულის სახით მყისიერად დააკავეს  ამავე მისამართზე მცხოვრები 1993 წელს დაბადებული დ.ს.,  რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  მეუღლეს,  ტ.პ.-ს  და სიდედრს- რ.ზ.-ს.

 

ამასთან,  საავადმყოფოშია გადაყვანილი ბრალდებულის ჩვილი ნ.ს.,  რომელსაც მამამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა რ.ზ.-ს  ხელიდან გამორთმევის შედეგად.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner