logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: როგორ აკლია დღევანდელობას იოსებ ნონეშვილი...
- +

19 აპრილი. 2019. 20:58

 

 

19 აპრილი გამოჩენილი ქართველი პოეტის, დიდი საზოგადო მოღვაწის, საოცრად თბილი ადამიანის იოსებ ნონეშვილის დაბადების დღე იყო.

 

მალე საუკუნის ხნის გახდება.

 

როგორ აკლია დღევანდელობას მისნაირი წესიერი, კრისტალივით სუფთა, კეთილშობილებით აღსავსე არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ... უბრალო მოქალაქეები.

 

ლექსები იცოცხლე, მამ რომ დაწერა, ისეთი უნდა... ბევრმა ზეპირად იცის (ჯეჯელავას არ გააგებინოთ, თორემ...), სიმღერები, მის ლექსებზე რომ არის შექმნილი ჟრუანტელს ახლაც მოგგვრის ადამიანს... აი, ცხოვრების კრედო კი, სწორედ ისეთი უნდა, მას რომ ქონდა და ლექსად რომ ამოხეთქა იმ გულიდან, რომელსაც ბოროტების ერთი ბეჭვიც კი არ გაკარებია:

 

ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,

ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი.

წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,

თურმე ესეც კაცობაა დიდი…

 

ხსოვნა იყოს უსაყვარლესი, ნამდვილად სახალხო პოეტის!

უმრავლე მშობელ ქვეყანას მსგავსი ბულბული და ადამიანი!

 

P.S.: ქართულ ვიკიპედიაში შეცდომაა „გაპარული“: პოეტი დაიბადა 1920 წლის 19 აპრილს და არა 1918 წლის 6 აპრილს. ვინმეს თუ გაქვთ წვდომა, ეგებ, გაასწორებინოთ! მადლობა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner