20 აპრილს, კალინინგრადში, საქართველოს 18-წლამდე რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს 20:10 სძლია და ოქროს მედლები მოიპოვა.
პირველი ტაიმი ესპანელებმა 10:6 მოიგეს, მეორე ტაიმში კი ქართველი მორაგბეები უპირატესობას დაეუფლნენ და გაიმარჯვეს.
საქართველომ ევროპირველობის ფინალში მეხუთედ ითამაშა. პირველ სამში საფრანგეთთან დამარცხდა, ხოლო გასულ წელს ეს გუნდი დაამარცხა.