კიევის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის სარჩელის განხილვა.
სხდომას მთავარი მომჩივანი ადვოკატი ანდრეი ხილკო და ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენლები ესწრებიან.
ხილკო ითხოვს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნას არჩევნებიდან, უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო.