შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც მცირე ჰესების მშენებლობის სამუშაოების განახლებას აპროტესტებს დიალოგისკენ მოუწოდა.
„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა კახა საბანაძემ.