პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში დაპირისპირებაა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. ისინი სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრების ვიზიტის დროს, მინისტრები ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება რის უფლებსაც არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.