logo_geo
eng_logo
პოლიციელებმა პანკისის ხეობაში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
- +

21 აპრილი. 2019. 11:20

 

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ასევე, ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner