პანკისი ხეობის სოფელს ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დაშავებულები თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებულთა ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწიათ. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, სამი პოლიციელი თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული, რომლებსაც თავის, სახის და მუხლი არეში აღენიშნებათ დაზიანებები.
„სამი პოლიციელია შემოყვანილი თელავის სავადმყოფოში, მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ თავის, სახის და მუხლის არეში. დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი დახმარება“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.