სავარაუდოდ, პანკისის ხეობის მიმართულებით შსს-ს დამატებითი სპეცკოლონა მიდის. სპეცკოლონამ რამდენიმე წუთის წინ უჯარმის ტერიტორიაზე გაიარა.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.