logo_geo
eng_logo
პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ავტომანქანები
- +

21 აპრილი. 2019. 14:51

 

პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.

 

ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner