logo_geo
eng_logo
არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს
- +

21 აპრილი. 2019. 15:49

 

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა ინციდენტებს კვლავ აქვს ადგილი. კერძოდ, სამშენებლო ტექნიკას ახალგაზრდების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა.

 

ამასთან, სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები.

 

არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ადგილზე ელოდებიან შს მინისტრ გიორგი გახარიასა და თელავში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

 

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner