პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, აკადემიკოს ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახთან შეთანხმებით, ცნობილ ქართველ მთარგმნელსა და მწერალს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=57