logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: შახტის ადმინისტრაციის შენობაში არა მეშახტეები, არამედ თბილისიდან ჩასული პირები შეიჭრნენ...
- +

26 თებერვალი. 2016. 01:53


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ტყიბულში, შახტის  ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრილების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ შენობაში არა მეშახტეები, არამედ სხვა ადამიანები  შეიჭრნენ...


„ტყიბულიდან სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოდის, რომ შახტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრილები მეშახტეები კი არ არიან, არამედ - ჩასულები და, მათ შორის, თბილისიდან.

ნეტავ ვინ არიან და რა ამოძრავებთ?!"

 


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შახტის ადმინისტრაციულ შენობაში გაფიცული მეშახტეები შეიჭრნენ, მათ სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც სამი მეშახტე დაშავდა.


თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შენობა არა მეშახტეებმა არამედ არასამთავრობო  ორგანიზაციის, „მწვანე მუშტისა" და „თვითორგანიზების ქსელის" წევრებმა დაიკავეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner