logo_geo
eng_logo
„სამოსელი პირველი“ ოპერის სცენაზე იდგმება!
- +

27 მაისი. 2016. 19:05

 


„სამოსელი პირველის"
პრემიერა 31 მაისსა და 1 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ოპერაში 19:00 საათზე გაიმართება.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველი" ცნობილმა კომპოზიტორმა, ზაზა მარჯანიშვილმა, ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.

„სამოსელი პირველის"
დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა. ქორეოგრაფი - ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი - ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები - ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი - საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.

შემოქმედებითი ჯგუფი 180 მონაწილეს ითვლის.მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა თაბორიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, დავით ანანელი, ასევე დრამატული თეატრის მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი, ანდრია გველესიანი, ნინო დუმბაძე და მრავალი სხვა. ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს უდირიჟორებს დავით კინწურაშვილი. პროექტის პროდიუსერია ზურაბ ლოლაძე.



პროექტის გენერალური მედია მხარდამჭერია
Reportiori.ge.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner