logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პანკისის ხეობის სიღრმეში დაწყებული ერთი ჰესის მშენებლობა გაგრძელდება
- +

21 აპრილი. 2019. 19:34

 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, დიდი ხანია, რაც პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობასთან მუშაობა მიმდინარეობს და დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა ინფორმირებული იყო.

 

როგორც ადგილზე ჩასულმა სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჰესები არც ეკოლოგიისათვის და არც მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წამოადგენს და დარწმუნებულია, რომ დაგეგმილი მშენებლობა გაგრძელდება.

 

„გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობის სიღრმეშია, ხოლო მეორე ჰესზე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოა, მოსახლეობსთან მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე თქმით, ადგილობრივთა უმრავლესობა კარგად ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ქვეყნისთვის და კონკრეტულად ხეობისათვის ენერგეტიკის განვითარებას მოაქვს.

 

„მოსახლეობასთან ამ თემაზე კომუნიკაცია იყო და მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ინფორმაცია თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ ჰესებს, ისევე როგორც ინფორმაცია აქვთ მოწინააღმდეგეებს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბუნება იმ სახით უნდა შევინარჩუნოთ, როგორც არის და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკის განვითარება. რა თქმა უნდა, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner