logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ძალიან კარგია, რომ იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან
- +

21 აპრილი. 2019. 19:34

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პანკისის ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგი გაგრძელდება.

 

„ამ ეტაპზე მთავარია, რომ დაძაბული ვითარება, რაც დილით იყო, დამშვიდებულიყო. მთავარია, რომ ეს ყველამ ერთად მოვახერხეთ. ძალიან კარგია, რომ იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან, რომელთაც აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და ცივი გონება იმისთვის, რომ იმსჯელონ და იფიქრონ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ეს დიალოგი გაგრძელდება“, - განაცხადა პანკისის ხეობაში ჩასულმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner