logo_geo
eng_logo
ბუსკეტსმა მომავალი გადაწყვიტა
- +

27 მაისი. 2016. 19:06

 

 

კატალონიის „ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ჩაახშო და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ოფიციალური ცნობით, ხელშეკრულების საფუძველზე, ესპანელი „ბარსელონას" ღირსებას 2021 წლამდე დაიცავს.


შეგახსენებთ, რომ „ბარსას" მაისურით ბუსკეტსი 2008 წლიდან იცავს და ამ პერიოდში მის ანგარიშზე 384 ჩატარებული მატჩი და 12 გატანილი გოლია. 27 წლის ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბთან ერთად ესპანეთის პრიმერადივიზიონი 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასი 4-ჯერ მოიგო.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner