ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:
„გეგმა ჩაგეშალათ, ქვეყნის მტრებო, თქვენი მხიარულებაც მწუხრმა ჩაანაცვლა. რეალურად კი, პანკისის ხეობაში დაგეგმილი პროვოკაცია, იმ გეგმით არ განვითარდა, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებს სინამდვილეში გქონდათ ჩაფიქრებული.
ცხადია, დღეს პანკისის ხეობაში უსიამოვნო ფაქტი მოხდა, რამდენიმე პოლიციელი და პანკისელია ნაცემ-ნაბეგვი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, კიდევ უფრო ცუდი რამ მომხდარიყო?
მაგრამ, გონიერებამ გაიმარჯვა და დღის ბოლოს დაძაბულობაც განიმუხტა. დეტალებს შეგნებულად არ ჩავუღრმავდები. ახლა კი ჩვენ, საზოგადოება ველით ამ ამბის გაგრძელებას, შემდეგნაირი შედეგებით, - დაისაჯოს ყველა დამნაშავე, პანკისელი იქნება ის თუ შსს-ს თანამშრომელი. ბოლოს და ბოლოს, სურვილი მაქვს, ვიგრძნო კანონის ძალა და ეშხი, ამ ჩემს დალოცვილ ქვეყანაში. მომბეზრდა და არ მინდა ეს უაზრო, ზღვარსგადასული დემოკრატია და ისეთი სამარცხვინო სიტუაციაც, სადაც ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი რომ გვაგინებს და გვაფურთხებს ყველას საჯაროდ, ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამოიბანთ მის ნაფურთხს ცხელი წყლით, სირცხვილია უბრალოდ.
ასეთ თავჩაქინდრულ მორჩილებას, ისევ სჯობს და ვაჟკაცურიცაა, თუ არ იჭერთ, გახიოთ მაინც ცემაში ეს ქონდრის კაცი, სულით და ხორცით ქათამი, ანდა მოდით ჩემთან და მე მაგებინეთ პასუხი, ამ კაცის არამსგავს, მაგრამ უმწიკლო არსებას, რატომ მოვიხსენიებ აუგად? ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობა არა გაქვთ თუ რა უბედურება გჭირთ?
ჰოდა, აქაურ სექტანტებს მოგმართავთ, ფეისბუქელ ნაძირლებს, თქვენ არ გაგიმართლათ, არ დაიღვარა სისხლი პანკისში, როგორც ელოდით და არც დაიღვრება და კიდევ, მთავარი - შს მინისტრის დისკრედიტაციას კი ცდილობდით, მაგრამ არ გამოგივიდათ. შს მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგა. ვერ შეუსრულეთ დამკვეთებს დირექტივები. მჯღაბნელო საცოდავებო“, - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.