მოგეხსენებათ, 31 მაისს საზოგადოება ელოდება, ქართველი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის" მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას, რომელიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება, ამ თემაზე „რადიო 1" -ს ესაუბრა მომღერალი ირინა თაბორიძე:
„რამდენადაც ვიცი, საორკესტრო ორმოშიც ხდება მოქმედება, ანუ გამოყენებულია ეს ორმოც, დირიჟორი და ორკესტრი არიან სცენაზე და აქედან გამომდინარე რა საკვირველია დრამატულ მსახიობებს სჭირდებათ ხმის დაბალანსება.
ნაწარმოებიდან გამომდინარე, არის ბევრი ეპიზოდური როლი და მე ვასრულებ „როზინას" ლამაზ ქალაქელს, რომელსაც აქვს დუეტი, დუეტს ვასრულებ ოთარ ჯორჯიკიასთან, ტენორთან ერთად. თვითონ მუსიკა ძალიან ლამაზია, ძალიან მოგვწონს, ძალიან მოტივირებულები და რაღაცნაირად ბედნერები ვართ, ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გადმოვცეთ მაქსიმალურად ისე, როგორც უნდა იყოს და აი ახლა ველოდებით უკვე სცენიურ რეპეტიციებს, რომელებიც დაიწყება და ვნახოთ როგორ და რა იქნება და რანაირად ჩაჯდება ეს ყველაფერი ერთმანეთში", - განაცხადა ირინა თაბორიძემ
პროექტის გენერალური მედიამხარდამჭერია Reportiori.ge.
წყარო: „radio1.ge”