logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძემ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- +

22 აპრილი. 2019. 11:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვლადიმირ ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა.

 

მამუკა ბახტაძემ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს.

 

უკრაინაში 21 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი იმარჯვებს ხმების 73%-ზე მეტით. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმა მისცა 24%-ზე მეტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner