logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს...
- +

22 აპრილი. 2019. 11:16

„რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივებს, ვისაც ბოლო პერიოდში პირადად შევხვდი და დავინახე, რომ ძალიან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება და მუდმივად ფიქრობენ, როგორ გამოვიდნენ იმ საერთო განწყობიდან, რომ ესაა განსაკუთრებული ხეობა, განსაკუთრებული პრობლემებით. მათ უნდათ ტურიზმის, წარმოების განვითარება, ფიქრობენ ახალგაზრდების განათლებაზე, დასაქმებაზე. ისინი ხვდებიან, რომ ასეთ პროექტებს მოაქვს ნდობა რეგიონის მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ იქ უსაფრთხოა ინვესტიციის ჩადება და ბიზნესის კეთება. ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სახელმწიფომ შეუწყოს ხელი ინვესტორს, რომელიც ასეთ რთულ რეგიონებში შედის, ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განათლებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner