logo_geo
eng_logo
მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელია
- +

27 მაისი. 2016. 19:11


 

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთვარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო ოფიციალურად დაინიშნა. პორტუგალიელმა „წითელ ეშმაკებთან" შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა. მან აღნიშნულ პოზიციაზე ლუი ვან გაალი ჩაანაცვლა.


მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულებაში შესულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივება.


მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ჯერ კიდევ გუშინ დაადასტურა „წითელი ეშმაკების" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმაც, რომელმაც სოციალურ ქსელში პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თან დაურთო წარწერა, რომ ჟოზე „მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner