logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან პარალელის გავლება ჩვენი ოპონენტების ოცნებაა
- +

22 აპრილი. 2019. 11:56

 

 

„უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან პარალელის გავლება ჩვენი ოპონენტების ოცნებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ოხანაშვილის თქმით, ქართველი საზოგადოება ოპოზიციას იმედებს გაუწბილებს.

 

„უკრაინის შიდა პარტიული საკითხები როგორ განვითარდება, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება იქაურ მოვლენებთან დაკავშირებით პარალელის გავლენას, ეს არის ჩვენი ოპონენტების ოცნება, თუმცა მათ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება გაუწბილებს იმედებს იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით იქნება წარმოდგენილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner