logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს პანკისის მოსახლეობის განწყობები
- +

22 აპრილი. 2019. 12:58

 

 

„განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს პანკისის მოსახლეობის განწყობები“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კილაძის თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება.

 

„მე მგონია, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მათი დარწმუნებისთვის, რომ თუ ეს ჰესი უნდა აშენდეს, მაშინ ამაში ჩვენს გვერდით, პირველ რიგში, მოსახლეობა უნდა იყოს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ეს. იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა. ვფიქრობ, არცერთ მოქალაქეს არ ეკადრება პოლიციისადმი ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს ძალიან სამწუხაროა. მე განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს იქაური მოსახლეობის განწყობები. ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ჰესის მშენებლობაა, მოსახლეობა ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს და არა საპირისპირო პლატფორმაზე მყოფი. ასეთი ტიპის დაპირისპირება ქვეყნისთვის არის სახიფათო და პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე“, - განაცადა სოფო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner