„თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი ადგილები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს უკვე დადასტურებულია“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაგეგმილია და უმოკლეს ვადაში დაიწყება.
„დამეწყრილი ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი მეწყრის დროს გაჩნდა თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, თავიდანვე იდენტიფიცირებული იყო და სპეციალური დამცავი ჯებირები მოეწყო. მათი მდგრადობა მუნიციპალიტეტის მხრიდან ჯერ კიდევ შარშან შემოწმდა. ამჯერად საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა იგეგმება სამუშაოები, ამ ლოკაციებზე გამაგრების ახალი ღონისძიებები კვლავ გატარდება, რათა დიდი წვიმების დროს მასა არ ჩამოწვეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.