logo_geo
eng_logo
„The Guardian“-ის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
- +

27 მაისი. 2016. 19:13



ბრიტანული გაზეთის „The Guardian"-ის ჟურნალისტი შონ უოკერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაადანაშაულა მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში, ოდესის გუბერნატორს „Twitter"-ზე პასუხობს.


 

შონ უოკერი წერს, რომ ხელახლა მოუსმინა ოდესის ხელმძღვანელთან ჩაწერილ ინტერვიუს და დარწმუნდა, რომ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის მთავრობას ნამდვილად „უნიჭო ადამიანების ნაკრები" უწოდა.



იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი ამასfacebook"-ზე უარყოფს, მან უკრაინის ახალ მთავრობას ნამდვილად უწოდაუნიჭო ადამიანების ნაკრები. ეს წამია შევამოწმე აუდიოჩანაწერი", - წერს ჟურნალისტი შონ უოკერი.



„Twittes"-ზე ჟურნალისტმა ბმული სააკაშვილის პოსტს მიაბა, რომელზეც გუბერნატორს „გარდიანის" სტატია ჰქონდა გაზიარებული რედაქციისადმი მიმართვით, რომ ის არასდროს დაუძახებდა უკრაინის ხელისუფლებას „უნიჭო ადამიანების ნაკრებს" და რედაქციას მოუწოდა „აშკარა შეცდომის" გამოსწორებისკენ.



სტატია „The Guardian"­ში 25 მაისს დაიბეჭდა. სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს და ახალ მთავრობას აკრიტიკებს, რომელსაც, მისი აზრით, რეფორმების ზუსტი ხედვა არა აქვთ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner