logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ველოდები უკრაინის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას
- +

22 აპრილი. 2019. 13:44

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, ელოდება უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

 

„ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას, უკრაინის მოსახლეობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ველოდები ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობასა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს.  უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner