logo_geo
eng_logo
ოთარ ჯორჯიკია: რაღაც ახალი იქმნება ჩვენს ქვეყანაში!
- +

27 მაისი. 2016. 19:14


 

 ოპერის სოლისტმა, ოთარ ჯორჯიკიამ „იმედის დილაში"ისაუბრა 31 მაისს დაგეგმილი პრემიერის შესახებ, რომელიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის  ნაწარმოების „სამოსელი პირველის" მიხედვით შექმნილ სპექტაკლს აჩვენებს საზოგადოებას.

 

 „საინტერესოა ყოვეთვის ახალი, მითუმეტესს როდესაც საქმე ეხება ასეთ ნაწარმოებს და ის მუსიკალური ჩართვები რაც მე მაქვს ამ სპექტაკლში, ძალიან ახლობელია ჩემთვის. ყველას მოვუწოდებდი, ვისაც ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს, ვისაც რაღაც სიყვარული გააჩნია ამ ნაწარმოების მიმართ, თუ იმისთვის არ მოვლენ, რომ რაღაც საინტერესო ნახონ, იმისთვის მაინც მოვიდნენ, რომ  ნახონ ჩვენ რას ვიზამთ, იმიტომ რომ ყველანაირად დააინტერესებთ ამის შემდეგ.

  მთავარია ნახოს და შეაფასოს საზოგადოებამ სპექტაკლი, რადგან ზოგადად მაინც გვაკლია შეფასებები,  გვაკლია ყველანაირად, ოპერაშიც გვაკლია და სხვადასხვა დარგებშიც, მითუმეტესს რაღაც ახალი იქმნება ჩვენს ქვეყანაში და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა დაესწროს ძალიან ბევრი ადამიანი" - აღნიშნა ოთარ ჯორჯიკიამ

 

შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური მედიამხარდამჭერია  Reportiori.ge.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner