ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთა უმეტესობა ბინაზე ეწერება, ხოლო 2 სამართალდამცავი ჯერ კიდევ მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„ამ საათების განმავლობაში პაციენტების უმრავლესობა ეწერება. რჩება ორი პაციენტი. ორივე მათგანი სამართალდამცავია. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა კიდევ სჭირდებათ მეთვალყურეობა. ისინი შეიძლება თბილისში გადმოვიყვანოთ. დანარჩენების მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია. უკვე ბინაზე ეწერებიან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.