საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეკომპანია „CBS“-ს მიმართავს და ცნობილი სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ შემდეგი ეპიზოდის სცენარში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „Twitter“-ში წერს, სერიალის შემდეგ ეპიზოდში ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული.
„სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანი“ შემდეგ სერიაში „სამხრეთ ოსეთი“ მოხსენიებული იქნება, როგორც „რუსეთის პროვინცია“. სცენარში ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ „CBS“-ს და შოუს სცენარისტებს, პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო კორექტივები შეიტანონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.