logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას სჭირდება ჭკვიანი და კანონშემოქმედი პარლამენტი
- +

27 მაისი. 2016. 19:16



პარტია „თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება კანონშემოქმედი  პარლამენტი, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს.  ამის შესახებ შაშიაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა.

 

„ქვეყანა სავსეა ჭკვიანი ადამიანებით. დღეს არის საჭირო დიდი ქართული ერთობა.  პარტიები გამოდიან გაერთიანების სურვილით, მაგრამ მე, მაგალითად, ყველა ლიდერის გვარ-სახელი ერთად რომ წავიკითხო და ვინმემ მითხრას, ესენი პარლამენტში შედიანო, შემეშინდება. პარტიებს გარეთ უფროა ხალხი, ვინც  სჭირდება საქართველოს და პარლამენტს დღეს. პარტიები კი არ გავვერთიანდეთ, მოვერიოთ ერთხელ საკუთარ თავს და ვთქვათ, რომ საქართველოს რეალურად სჭირდება ეროვნული თანხმობის პარლამენტი.

 

ჩვენ აქამდე გვყავდა ამბიციებით სავსე, მოლაპარაკე პარლამენტები. საქართველოს ეს კი არა, სჭირდება კანონშემოქმედთა პარლამენტი.  ჭკვიანი და განათლებული ადამიანების შექმნილი  პარლამენტი  დაამშვიდებს, დააწყნარებს და კარგად წაიყვანს  ქვეყნის საქმეს", - განაცხადა შაშიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner