logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში მყოფებს, ჩაიტარონ წითელაზე აცრა
- +

22 აპრილი. 2019. 17:12

 

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელასთან დაკავშირებული საფრთხეები ისევ არსებობს. მინისტრი საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

 

„საფრთხეები ჯერ არ განულებულა და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც დარწმუნებით არ იცის, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში მყოფებმა, რომ აცრა ჩატარებული აქვთ წითელაზე, ვაქცინაცია აუცილებლად გაიკეთონ. 120 000 ადამიანმა უკვე გაიკეთა, თუმცა სამიზნეა, რომ წელს 300 000 ადამიანამდე გავაკეთოთ ვაქცინაცია, რათა დაავადება ჩავაქროთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner