ავტორი ანა ფერაძე
„შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ არეულობის პროვოცირებას?" - „რეპორტიორმა" ამ კითხვით თბილისის მოსახლეობას მიმართა.
მარინა ღუდუშაური, იურისტი: მოსალოდნელია არეულობის პროვოცირება.
ეკა შალამბერიძე, მუსიკოსი: არ მგონია, მიხეილ სააკაშვილმა წინასაასრჩევნოდ არეულობის პროვოცირება შეძლოს.
ომარ იასაღაშვილი, პენსიონერი: ხალხზეა დამოკიდებული. თუ მოსახლეობა აჰყვება მიხეილ სააკაშვილი შეძლებს არეულობის პროვოცირებას ქვეყანაში.
გივი მჭედლიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს არეულობის პროვოცირებას ქვეყანაში.
რამაზ გველესიანი: არ მგონია, მიხეილ სააკაშვილმა არეულობის პროვოცირება შეძლოს.
ივანე მგალობლიშვილი, ინჟინერი: არ არის ქვეყანაში ის სიტუაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა არეულობის პროვოცირება შეძლოს.
ამირან გაბისონია, პენსიონერი: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დაინტერესებული საქართველოში არეულობის პროვოცირებით.
ეკატერინე ინაური, ბუღალტერი: მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს წინასაარჩევნოდ არეულობის პროვოცირებას.
გენადი თვაური, ფიზიკოსი: მიხეილ სააკაშვილმა არეულობის პროვოცირება რომ შეძლოს, ამისთვის თვითონ საქართველოში უნდა იყოს - როგორც ვიცი, ის აქ არ იმყოფება.
ელენე პაპავა: თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველო უყვარს, არეულობის პროვოცირება არ უნდა სცადოს.