logo_geo
eng_logo
ლუიზა ვინტონი: პანკისის ხეობაში კონფრონტაცია შეცვალა მოლაპარაკებებმა, ველოდებით დადებით შედეგებს
- +

22 აპრილი. 2019. 17:31

 

 

„ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტური უფლება, თუმცა ძალადობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია, უსაფრთხოების ძალები ვალდებული არიან, შეინარჩუნონ მშვიდობა, გადაჭარბებული ძალის გამოყენების გარეშე“, - ასეთი გამოეხმაურა საქართველოში გაერო-ს ელჩი ლუიზა ვინტონი ​​პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას.

 

როგორც ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, საჭიროა ბალანსი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოსახლეობის მცდელობას შორის, რომ შეინარჩუნოს ხელშეუხებელი მწვანე ბუნება.

 

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ სიტუაციით, განსაკუთრებით ძალადობით. ამ ვითარებიდან გვსურს, ორი გაკვეთილი გამოვიტანოთ. ვფიქრობთ, მოლაპარაკებებმა შეცვალა კონფრონტაცია, ველოდებით დადებით შედეგებს. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურს, ჰიდროელექტროენერგია არ არის ენერგიის წიაღისეული წყარო, ასე რომ, ის ხშირად მიიჩნევა მწვანე ენერგიის წყაროდ, ის შეიძლება იყოს კლიმატური ცვლილებების რისკის პოზიტიური შემარბილებელი ფაქტორი, თუმცა ასევე არის დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედებასთან. ეს ზემოქმედება კარგად უნდა შეფასდეს და გაიზომოს. საჭიროა ამ საკითხზე საზოგადოებასთან საუბარი, ვიდრე რაიმე მშენებლობა დაიწყება. ჩვენ ვხედავთ ბალანსის საჭიროებას ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ენერგიის საჭიროების, მეორე მხრივ, მოსახლეობის მცდელობას შორის, შეინარჩუნოს ხელშეუხებელი მწვანე ბუნება, რომლითაც საქართველო ასე ცნობილია“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner