ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.
ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა თბილისში წუხელ აიყვანეს.
როგორც „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.