თბილისში, ისნის რაიონში მეხანძრე-მაშველებმა ჩაკეტილი ბინიდან ორი წლის ბავშვი გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული და ის ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მეხანძრე-მაშველებმა ბავშვი მშობლებს გადასცეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.