„თუ ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერს დამატებით სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ ყავაზე დამპატიჟონ”, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარტია ევროპული საქართველოს მოთხოვნას, პარლამენტში დაბარების შესახებ, რომელიც პანკისში, 21 აპრილს მომხდარ დაპირისპირებას ეხება.
გიორგი გახარიამ ეს კომენტარი კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მან დაშავებული პოლიციელები მოინახულა.