ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
45 წლის გოჩა ფიდიური ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.
ფიდიური 20 აპრილს დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდა. ის ე.წ. მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს.