logo_geo
eng_logo
ოკუპანტებმა მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს
- +

22 აპრილი. 2019. 20:52

 

 

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

 

45 წლის გოჩა ფიდიური ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.

 

ფიდიური 20 აპრილს დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდა. ის ე.წ. მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner