logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“ მაისის პირველ კვირაში - ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ
- +

22 აპრილი. 2019. 21:09

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, დაშავებული პოლიციელების მონახულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

კითხვაზე, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მივა თუ არა პარლამენტში, პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა.

 

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner