საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მიმართავს და მოითხოვს, რომ შეიცვალოს ამერიკული სერიალის, „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სცენარში არსებული ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა,
„მოვუწოდებთ CBS-ს და სცენარისტებს, პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერია განცხადებაში.