logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის
- +

22 აპრილი. 2019. 21:44

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობას უხდის.

 

პანკისის ხრობაში გუშინ განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცავები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა.

 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით,  მათ მიერ გამოჩენილი თავშეკავება ძალიანმაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

 

მამუკა ბახტაძე ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც საზოგადოებამ  იხილა, სრულიად მიუღებელია.

 

„ნებისმიერ ადამიანს აქვსშესაძლებლობა, გამოხატოსმშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთიყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელიამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამისმკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ გუშინვიხილეთ - აგრესიასამართალდამცველებზე,  სრულიადმიუღებელია. აქედანგამომდინარე, კანონისპასუხიც ადეკვატური იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობაზე და პანკისის ხეობის მცხოვრებთა პატრიოტიზმზე.

 

„არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში, ხელისუფლებას არგანუხორციელებია არცერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და ეს დიალოგი გრძელდება. გუშინაც და დღესაც ისმოდა სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი, ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც  გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია,  გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში.  ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება  ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ  ჭეშმარიტებას - როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთურის თქმით, ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური  ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება.

 

მამუკა ბახტაძემ ყველა მხარეს ემოციური კომენტარების კეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და საზოგადოებას მიმართა, არ დაეყრდნოს  სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner