logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა
- +

27 მაისი. 2016. 20:37


 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გაადვილებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.  


 

იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით, ფაქტობრივად ავტომატურად ხდება ხოლმე მეორე მოქალაქეობის, ანუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. პრაქტიკაში ჩვენ თითქმის არ გვაქვს პრობლემები, თუ საჭიროა ამ პრაქტიკის ხელშესაწყობად კანონის ლიბერალიზაცია, ეს ვერ მოხდება კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, რისთვისაც „ქართულ ოცნებას" დღეს საკმარისი ხმები არ აქვს პარლამენტში. ამიტომაც, დღემდე, ქართული ოცნების" მთავრობა პრაქტიკაზე ვაკეთებთ აქცენტს და ჩვენს ქართველებს, რომლებიც სიდუხჭირის თუ ბედის უკუღმართობის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, პრაქტიკულად ავტომატურად, იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით ვანიჭებთ, საკმაოდ მარტივად, საქართველოს მოქალაქეობას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner