პანკისის ხეობაში გუშინ, 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს როგორ ეხმარებიან სპეცრაზმლები დაშავებულ აქტივისტს და პირიქით, პანკისელი აქტივისტები დაშავებულ სპეცრაზმელს.
აქციის რამდენიმე მონაწილე, შეტაკების შედეგად დაშავებული სპეცრაზმელის დახმარებას და მის უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ცდილობს. მეორე ფოტოზე სპეცრაზმელებს დაშავებული აქტივისტი გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილას.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა 21 აპრილს ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა გუშინ უნდა დაწყებულიყო.
პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დაზიანდა როგორც პოლიციის, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები. დაშავდა 15 პოლიციელი.
პანკისში ჩავიდა შს მინისტრი გიორგი გახარია. მოგვიანებით, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ჰესი არ აშენდება მანამ, სანამ მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმა არ იქნება.
ფოტო: ისლამ გორგიშვილი / პანკისის სათემო რადიო
პრაიმტაიმი