logo_geo
eng_logo
ქართული სუფრის კულტურას ტოკიოში გაეცნენ
- +

23 აპრილი. 2019. 10:52

პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ფარგლებში, ტოკიოში ღონისძიება „ქართული სუფრა“ გაიმართა, რომელსაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე უძღვებოდა.

 

საგამოფენო სივრცეში მიწვეულ 120 სტუმარს შორის ღვინის ექსპერტები, იაპონის მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.

 

საღამოს ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დაესწრნენ.

 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღონისძიების მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრის, ტრადიციებისა და ღვინის კულტურის გაცნობა იყო. სხვადასხვა დასახელების ღვინოებთან ერთად, სტუმრებისთვის ქართული კერძები სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასულმა მზარეულებმა მოამზადეს.

 

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება კომპანია „სინი მიუზიქ ქომუნიკეიშენსა“ (Sony music communication) და კომპანია „ტოპპანთან“ (TOPPAN)  პარტნიორობით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner